Loading
 

ლიამ ფოქსი ”თავისუფლების ფასი”

2012 წლის 9 იანვარს ”ევროპის სახლში” სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი დოქტორი ლიამ ფოქსი.

დოქტორ ფოქსის ლექციას ”თავისუფლების ფასი” ეწოდებოდა. მან ლექციაზე  ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფლება თავისით არ მოდის:  ”თავისუფლება [...] არ გახლავთ ბუნებრივი მდგომარეობა.

ის უწესრიგობის, ანარქიისა და ზეწოლის დროსაც უნდა მოვიპოვოთ.  თავისუფლებისთვის  ყველგან და ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, ხოლო შემდგომ ის უნდა შევინარჩუნოთ,”- აღნიშნა ლიამ ფოქსმა.

დოქტორმა ფოქსმა, ოკუპაციის ხაზზე მისი ვიზიტის შესახებ საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ”თავისუფალ მსოფლიოს” მოუწოდა ”გააორმაგოს ძალისხმევა, რათა შესრულდეს უკვე არსებული შეთანხმება [ხელმოწერილი 2008 წელს]”.

ლექციის შემდეგ, დოქტორმა ფოქსმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების მონაწილეებს მრავალი საკითხი აინტერესებდათ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ინტერესები კავკასიის რეგიონში, ბრიტანულ-რუსული ურთიერთობები, ევროზონის კრიზისი და შოტლანდიის დამოუკიდებლობის თემა.


 

სიახლეები         დარეგისტრირდი                      საიტის რუკა        კონტაქტი
თავისუფლების მოედანი 1, 0105 თბილისი / ტელ.: +995 32 2470311